თელავში ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერების სემინარი „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით“ გაიმართა
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თელავში ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა.
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგების მიზანია კორონავირუსის პრევენციული ზომებისა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიღების გაქარწყლება და თანატოლებში სწორი ინფორმაციის გავრცელება. თელავი ტრენინგი მე-5 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს.
კამპანია სახელწოდებით “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” ითვალისწინებს ახალგაზრდების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მედია წიგნიერების ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარებას. ინიციატივის ძირითადი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება, თუ როგორ გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები, აღმოაჩინონ კოვიდ-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები და დაუპირისპორპონ მითებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები.
გაეროს ბავშვთა ფონდმა მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ტრენინგების სერია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა მიზანია კოვიდ-19-ის პრევენციული ზომებისა და კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მითების გაქარწყლება და თანატოლებში სწორი ინფორმაციის გავრცელება.
ვრცლად ინფორმაციას შეხვედრაზე გაეცანით ჩვენს ვიდეო მასალაში: