როგორ ემზადებიან თელავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად- ფოტოები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სამინისტროების ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნება.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გაიმართება კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ქალაქები მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტრო თელავში მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი თელავში 26 მაისის ღონისძიებებისათვის მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.