ახალი ამბები

ტერაბანკი გადამამუშავებელი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოებს შეღავათიანი სესხით დააფინანსებს (R)

მომხმარებლებს, რომლებსაც გადამამუშავებელი ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოს შექმნა-გადაიარაღება სურთ, ტერაბანკი შეღავათიანი სესხით დააფინანსებს.

დაინტერესებულ პირებს პროდუქტით სარგებლობა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ხელსაყრელი პირობებიც მოქმედებს. კერძოდ, ისინი სესხს პირველი 24 თვის განმავლობაში პროცენტის სრული სუბსიდირებით აიღებენ და სესხის თანხის 30%-ს ქეშბექის სახით უკან დაიბრუნებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სხვადასხვა საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას ვზრდით, რითაც ხელს ვუწყობთ მათი იდეების რეალიზებას.  ვიმედოვნებთ, ახალი საგრანტო პროგრამა და შეღავათიანი სესხი არაერთ წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს“, – აცხადებენ ტერაბანკში.

პროგრამა 4 რეგიონში — კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ გვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3LJJY9e