დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
,,2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც”,- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
რა სიმტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს და როგორია მისი მკურნალობის გზები- გაეცანით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გუნდის მიერ მომზადებულ სტატიას https://cutt.ly/MHZ3V0J