კახეთში უამინდობაა მოსალოდნელი
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე კახეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი დასავლეთის მიმართულებით ქარი.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია სეტყვა. სავარაუდო ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი დღის საათებში 15 გრადუსია, ხოლო ტემპერატურა ღამის საათებში 8 გრადუსამდე დაეცემა.