ახალი ამბები

თელავში კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი ჩატარდა

თელავის კონტაქტური კარატეს კლუბის ხელმძღვანელების ლევან მახათაძის და ლევან პარწიკანაშვილის, ასევე კლუბის წარმომადგნელის მარიამ ჩუბინიძის ორგანიზებით, თელავის მირიან ცალქალამანიძის სახელობის სპორტულ სკოლაში კონტაქტურ კარატეში ,,თელავის თასი 2022,, ჩატარდა.

ჩემპიონატში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ჯამში 200-მდე, 8-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, როგორც გოგონებმა, ასევე ვაჟებმა.

ჩემპიონატის გამარჯვებულებს თასი, დიპლომები და მედლები გადაეცათ. ორგანიზატორების თქმით, კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.