სიღნაღში ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართა
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. ღონისძიებას დამთვალიერებელთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის, აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავლობას განასახიერებს“, აღნიშნა ღონისძიების მსვლელობისას გამოფენის ავტორმა. გამოფენა სიღნაღის მუზეუმში პირველ ივლისამდე გაგრძელდება.