აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.
აღნიშნული დახმარების ჩათვლით, შეერთებული შტატებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.
ამასთან, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.