ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რას ფიქრობენ თელავში სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციების ამოქმედებაზე

განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი თუ რას ფიქრობენ მასწავლებლები და მშობლები ამ საკითხზე.