ახმეტაში მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაციას უფასოდ გაუკეთებენ
ახმეტის მუნიციპალიტეტში შინაურ და მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაციას უფასოდ გაუკეთებენ.
ორდღიანი აქცია ხვალ, 17 მაისს დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.
სტერილიზაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთი” სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით და თანადგომით განახორციელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნატო დაქიშვილი აცხადებს, რომ ცხოველების სტერილიზაციაზე მიყვანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ნახეთ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ვიდეო და გაიგეთ სად და როგორ შეგიძლიათ ცხოველის სტერილიზაციაზე მიყვანა: