კახეთში უამინდობა 23 მაისამდე გაგრძელდება
კახეთში უამინდობა 23 მაისამდე გაგრძელდება, ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი დღის საათებში 23 გრადუსია, ხოლო ღამის საათებში ტემპერატურა 9 გრადუსამდე დაეცემა.
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან დაუბერავს ძლიერი ქარი, ასევე მოსალოდნელია სეტყვა. ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.