ქვეყანაში პური 10 თეთრით გაძვირდა
პურის მრეწველთა კავშირის განცხადებით მაისის თვეში ქვეყანაში პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა, თუმცა, მაისის ბოლომდე პურის ფასი აღარ გაიზრდება.
პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 13 მაისს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელიც ქვეყანში ხორბლის მარაგების ამოწურვასა და წისქვილკომბინატების გაჩერებას შეეხებოდა, ფქვილის იმპორტიორებმა ტომარა ფქვილი დაახლოებით 3 ლარით გააძვირეს.