გურჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა
გურჯაანში აუზს ჩაუტარდა გეგმიური სანიტარული დასუფთავების სამუშაოები, განახლდა საშხაპეები, გასახდელები და სველი წერტილები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში აღდგა პატარა აუზიც. უწყების თქმით, სპეციალისტებმა გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები, მოიპოვეს ლიცენზია და საცურაო აუზით სარგებლობა ბავშვებს ახლა უკვე 2 წლის ასაკიდან შეუძლიათ.