სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი ჯარიმები დაწესდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი ჯარიმები დაწესდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სანქციები განისაზღვრა იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინსტიტუტები სებ-ს სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიშგებას დაგვიანებით წარუდგენენ და დაარღვევენ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსით“ დადგენილ ნებისმიერ მოთხოვნას.
ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვა.