ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძაღლი სახელად “პატრონი” დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ძაღლი, “პატრონი” თავდადებისთვის დააჯილდოვა.

როგორც მედია წერს, “პატრონი”, ჯეკ რასელ ტერიერი, გახდა ეროვნული ფიგურა რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქ ჩერნიგოვში ბომბების გაუნებელყოფის გუნდებთან მუშაობაში.

მას მიაწერენ 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოჩენას.

ზელენსკიმ “პატრონს” და მის მფლობელს, მიჰაილო ილიევს, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა.

როგორც ცნობილია, ჩერნიგოვის განაღმვის ჯგუფმა თავის საქმიანობაში სწორედ კანადური ტექნოლოგია გამოიყენა.