ლაგოდეხში „პოლკოვოს ბაღის” სრული რეაბილიტაცია დაიწყო- ფოტოები
პროექტის, განახლებული რეგიონების ფარგლებში, ლაგოდეხში „პოლკოვოს ბაღის” სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციაზე მასშტაბური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
,,40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება: ჩოგბურთის, საკალთბურთო და საფეხბურთო მოედნები, სკეიტპარკი, სამაგიდო ტენისი და პარკურის მოედანი, შინაური ცხოველების სასეირნო და საწვრთნელი მოედანი, რეკრეაციული სივრცის პერიმეტრზე მოეწყობა ველობილიკი, ბავშვებისთვის მოეწყობა ქვიშის მოედანი, საქანელები და სხვა მრავალფეროვანი გასართობი ატრაქციონები, ღია ტიპის კაფეები, ამფითეატრი, პარკინგი, გარემო სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, რეკრეაციული სივრცე იქნება მდიდარი მწვანე ნარგავებით, მოეწყობა ხელოვნური ტბა, შადრევანი, დამონტაჟდება სასმელი, სარწყავი და განათების თანამედროვე სისტემები. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი და ისარგებლებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მუნიციპალიტეტის სტუმრები და ვიზიტორები. მწვანე სივრცეების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.