სიღნაღში, ბროწლიანის დასახლებაში ღია სპორტული მოედანი აშენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „ბროწლიანის“ დასახლებაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ღია სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სტადიონის შემოღობვა, ხელოვნური საფარის მოწყობა და განათების დამონტაჟება მოხდება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოედანზე, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო ფარები დაიდგმება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 102 111 ლარით ფინანსდება.