ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ოლიმპიადა ისტორიასა და მათემატიკაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მეოთხე – მეექვსე კლასის მოსწავლეები მიიღებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თითოეულ სკოლაში გამოვლენილი გამარჯვებული მოსწავლე, იასპარეზებს ფინალურ ტურნირში, სადაც გამოვლინდება სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მას ორგანიზებას,ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი უწევს. ფინალში გასულ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი დააჯილდოებს.