კახეთში, ანთოკის ხევში გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 53-ე კილომეტრზე, ანთოკის ხევში გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხიდქვეშა კალაპოტის გაწმენდა და კალაპოტში არსებული ბალასტის ნაყარში გატანა მიმდინარეობს.