„სანდომის“ პროდუქცია 15-20%-ით გაძვირდა
„სანდომის“ პროდუქციაზე ფასმა 15-20%-ით მოიმატა. კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, საბა მამალაძე ფასის ზრდის ძირითად მიზეზად ფქვილისა და საწვავის ღირებულების მატებას ასახელებს.
თუმცა როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, ფასის ზრდის მიუხედავად, პროდუქტზე მოთხოვნა მაინც გაზრდილია.
“პროდუქციის ის რაოდენობა აღარ შემოდის ქვეყანაში იმპორტის სახით, რაც შემოდიოდა, ამიტომ ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. თუმცა როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან პროდუქციის რაღაც ნაწილი ისევ შემოდის, ამიტომ იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის სრულად ჩანაცვლება ჯერ ვერ მოხდა. გასული წლის აპრილს მიმდინარე წლის აპრილი რომ შევადაროთ, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია დაახლოებით 20-25%-ით არის გაზრდილი”, – განაცხადა საბა მამალაძემ.
ცნობისთვის, „სანდომი” 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს. კომპანიას სულ 2 საწარმო თბილისსა და ოზურგეთში აქვს, სადაც ჯამში 350 ადამიანამდეა დასაქმებული.