ახალი ამბები

სტიქიამ სოფელი ძირკოკი დააზარალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, გუშინ გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაზიანებული სავარგულებთან მისასვლელი გზის და ხევის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ “გურჯაანის მუნიციპალური სერვისი” სანიაღვრე არხების გაწმენდის და საუბნო გზების მოსწორების სამუშაოებს ასევე ახორციელებს სოფლებში: ვაზისუბანში, კალაურსა და ყიტაანში.