ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე- პანდემია არ დასრულებულა და არც ჩანს, როდის დასრულდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „პანდემია არ დასრულებულა და ჯერჯერობით, არც ჩანს, როდის დასრულდება“.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის და საჭიროა მსოფლიო მოსახლეობის 70% აიცრას.

„მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? – ერთმნიშვნელოვნად ჩემი პასუხი იქნება არა. არც დასრულებულა და ჯერჯერობით არც ჩანს, როდის დასრულდება. პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ მსოფლიო მოსახლეობის 70% იქნება აცრილი, ამ ვირუსს ე.წ „მოდების წერტილი“ აღარ ექნება.

ძალიან გვინდა და მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე მანამ ზამთარი დადგება მოსახლეობის 70% აცრილი იყოს. აცრა და გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს. იმუნიტეტი გრძელდება 5-8 თვემდე, ამიტომ საჭიროა ხოლმე გაძლიერება, რასაც ჩვენ “ბუსტერს” ვეძახით. ახლა ქვეყანაში დაახლოებით 240 000 ადამიანს აქვს “ბუსტერი” გაკეთებული.

მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს ან იყოს აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.