თელავის მერია- უახლოეს დღეებში დავიწყებთ დაზარალებული ოჯახებისთვის მასალის გაცემას
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოხდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების გადახურვა.
,,ამ დრომდე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი. უკვე გადახურულია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კუთვნილი რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უახლოეს დღეებში დავიწყებთ დაზარალებული ოჯახებისთვის მასალის გაცემას” – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
28 მარტს მომხდარმა სტიქიამ ჯამში 200-მდე საცხოვრებელი სახლის და ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა.