საქართველოს აერთიანებ შენ- ინსტალაცია თელავის თეატრის წინ
საქართველოს აერთიანებ შენ- აშშ-ის საელჩოს ინიციატივით შექმნილი ინსტალაცია თელავის თეატრის წინ გამოჩნდა.
საქართველოს რუკის ფორმის ინსტალაცია ქვეყანასთან და თელავთან დაკავშირებული ფოტოებით არის შექმნილი. ინსტალაცია ,,ერთიანი მრავალფეროვნების რუკა” თელავში 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინსტალაციის მოწყობა ,,ერთობა დაყოფის წინააღმდეგ” თელავში იგეგმება 7-17 ივლისის ფარგლებში.
,,ჩვენი კამპანიის “საქართველოს აერთიანებ შენ” ფარგლებში, გამორჩეული ქართველი ხელოვანების დახმარებით მოვაწყეთ გამოფენა, რომელიც ეძღვნება დათითოკაცების საფრთხეებს და გვიჩვენებს თუ რა დადებითი ეფექტი აქვს ერთიანობას ჩვენი ერისთვის. ეს გამოფენები შექმნილია იმისთვის რომ მოხიბლოს, შთააგონოს და გააერთიანოს ერი.
ყველა სხვადასხვა სფერო, ადგილი, ადამიანი, პერსპექტივა ჯამში ქმნის საქართველოს. ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. მრავალფეროვანი მიდგომა გვაძლიერებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთნაირები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს აერთიანებ შენ.
“გაერთიანებული მრავალფეროვნება“ შედგება საქართველოს 88 სურათისგან. სპეციალურად შეირჩა ფოტოები და გამოსახულებები, რომლებიც გადმოსცემენ Ქართული ისტორიის ყველაზე შთამაგონებელ მომენტებს. კარგად დააკვირდი და შეიგრძენი თითოეული. ამ ძვირფას ელემენტებს მიჩენილი აქვთ განსაკუთრებული ადგილი, რაც საშუალებას იძლევა დაინახო სრული სურათი სწორი პერსპექტივიდან. Როდესაც დავინახავთ ჩვენს ქვეყანას ერთიანობის ლინზიდან – შევძლებთ დავინახოთ, რომ საქართველო აერთიანებს მრავალფეროვნებას.
როდესაც დაყოფილები ვართ, ყველაფერი იწყენს და სიბნელე ისადგურებს, ჩვენ გვეშინია, ვგრძნობთ თავს მარტოდ. ალეგორიული და ამავდროლად ჯადოსნური გამოსახულება გვიჩვენებს თუ როგორ დავხეტიალებთ მარტოობის უღრან ტყეში. როდესაც ვერთიანდებით, ჩვენი დღეებიც ნათდება, ხდება კაშკაშა და ბედნიერი. ერთად ჩვენ ვართ მამაცები, ვგრძნობთ კავშირს, თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში”,- წერია პროექტის აღწერაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.