თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ხიდის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (NAT220007081), რომელიც მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ხიდის მშენებლობას ითვალისწინებდა, ჩავარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 238, 800 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა. ტენდერი თელავის მერიამ 8 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 21 აპრილს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ხიდი ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს და წლებია, რეაბილიტაცია სჭირდება.
,,ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ გადასასვლელი ბოგირის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებულია შპს ,,თბილგზაპროექტი“-ს მიერ თელავის მუნიციპალიტეტთან 2021 წლის 07 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე. საპროექტო გადაწყვეტილება მიღებულია არსებული მონაკვეთის მდგომარეობის შესწავლის, ინფრასტრუქტურის თანამშრობლებთან ერთად გაანალიზებისა და ტექნიკური დავალების მოთხოვნების საფუძველზე. არსებული პროექტის მიზანია ქ.თელავისა და სოფელ კურდღელაურს შორის არსებულ არხზე დამაკავშირებელი სწორკუთხა მილის მოწყობა. მილმა უნდა უზრუნველყოს, როგორც ტრანსპორტის ასევე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება”,- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტენდერის ჩავარდნის მიზეზად მხოლოდ იმას ასახელებენ, რომ მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო და შესაბამისად, განსახილველი წინადადებები არ შესულა.