ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 159 პირს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორებს, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებსა და მრავალწლიანი კულტურის ნერგებს შეუძენს.

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.