ახალი ამბები

ღარიბაშვილი- EU-ში გაწევრიანებისთვის ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ღარიბაშვილმა ელჩთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპია.

მისივე განმარტებით, პროცესის მოკლე ვადაში დასრულების მიზნით ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს და ამას პირადად აკონტროლებს. შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრეს, პრმიერმა კი უკრაინისამდი პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.