ახმეტაში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი 7 მაისს, 18:00 საათზე, ახმეტის წყაროების პარკში დაიწყება.
,,7 მაისს, ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას და შევხვდეთ ევროპის კვირეულს. მოქალაქეებს ელოდებათ: გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, სხვადასხვა დეკორაციები და აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ასევე გაიმართება დასკვნითი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ანი მერაბიშვილი, ნანიკო სამბელაშვილი, გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი, ლექს-სენი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ლევან დავითაშვილი, European Union in Georgia, ახმეტის განვითარების ჯგუფი, (KRDF) კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი და CENN”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.