ახალი ამბები

თელავში, ახალგაზრდა 7 სახეობის პროდუქტს მოქალაქეებს უფასოდ ურიგებს

თელავის ცენტრში, მოედანზე არსებული ჯიხურებიდან, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად პროდუქტებს უფასოდ არიგებენ.

საქველმოქმედო აქციის ინიციატორი თელაველი ახალგაზრდა რეზო ღაზიაიძეა. მისი თქმით, 100 ადამიანზე რიგდება შვიდი სახეობის პროდუქტი: პური, პასკა, მაკარონი, თაფლი, შაქარი, ჩაი და კვერცხი.

მისი თქმით, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის პროდუქტები მისი ინიციატივით უკვე მეორედ რიგდება. ახალგაზრდა აცხადებს, რომ პერიოდულად გეგმავს მსგავსი ტიპის აქციების მოწყობას.

“უფასოდ პროდუქტებს უკვე მეორედ ვარიგებ, ახლა მეგობრებიც შემომიერთდნენ. ჩემი მიზანია ადამიანებს შევუმსუბუქო, თუნდაც რამდენიმე დღით, საკვების არ ქონის პრობლემა”,
– განაცხადა რეზო ღაზიაიძემ.