ახალი ამბები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.