თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან ლილუაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 23 მოქალაქეს სააღდგომო ნობათები გადასცეს.
ფრენა თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შესრულდა.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 6 – 7 თვის მანძილზე დაკეტილია და მოქალაქეთა მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას, მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასოდ უზრუნველყოფს.