ახალი ამბები

„წინასააღდგომოდ კვერცხი დაახლოებით 3 თეთრით გაძვირდა“ – ქართულ მაღაზიათა ასოციაცია

ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი სანდრო სუბელიანის ინფორმაციით, წინასააღდგომოდ კვერცხის ფასი დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა, სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე კი ფასების ზრდა არ ფიქსირდება.

„დღესასწაული მოახლოებასთან ერთად ფასების მცირე მატება შეინიშნება, ვერ ვიტყვით რომ ეს გამომდინარეობს რაიმე გარე ფაქტორებით, რადგან ჩვენ გასული კვირების და დღეების განმავლობაში გვესმოდა, რომ ფასების მატების საჭიროება არ დადგებოდა, თუმცა ჩვენდა გასაოცრად და აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა, წინასააღდგომოდ გაიზარდა კვერცხის ფასი დაახლოებით 3 თეთრამდე რაც მიგვაჩნია რომ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ვფიქრობთ, მსგავსი ქმედება ხელს უშლის მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობას. სხვა მხრივ ფასების ზრდა არ შეინიშნება, ბოლო პერიოდში ზოგადად ტრენდი მზარდი იყო.

მომხმარებელი ასე თუ ისე ხარჯავს თანხას, მიუხედავად ფასების მატებისა, თუმცა წინა წლებთან შედარებით ხარჯვითი წილი მცირდება.“ – განაცხადა სუბელიანმა.