სოფელ არგოხში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სოფელ არგოხში, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია, კლიმატის ცვლილების შესახებ პოსტერების გამოფენა., სტუმრები ასევე გაეცნენ ადგილობრივი ახალგაზრდა ეკო-აქტივისტებისა და ქალთა კოოპერატივის წევრების საქმიანობას.
შეხვედრას CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
დედამიწის დღე 1970 წლიდან, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. მიმდინარე წელს დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.