ახალი ამბები

საქართველო რუსეთის ღვინის მიმწოდებელთა ხუთეულში მოხვდა

იტალიურმა დარგობრივმა ასოციაციამ, Unione Italiana Vini პროექტ Wini in Numbers ფარგლებში, 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა.

Unione Italiana Vini-ს დათვლით ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთში ღვინის იმპორტის წინა წლის მაჩვენებელი 0.6%-ით 282.6 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ სეგმენტის ღვინოებმა უფრო დიდი ზრდა აჩვენა: მატება 2% იყო და იმპორტის ღირებულებამ 869.7 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 1 ლიტრი უცხოური ღვინის ღირებულება საშუალოდ 3.08 დოლარი ანუ დაახლოებით, 227 რუბლი იყო.

იმპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში კი – იტალია, ესპანეთი, საქართველო, საფრანგეთი და პორტუგალია შედიოდნენ. ჯამში, ამ ქვეყნებზე იმპორტირებული ღვინის ორი მესამედი მოდის.

რაც შეეხება ცქრიალა ღვინის იმპორტს, მათი მიწოდება უფრო სწრაფად იზრდებოდა: 2021 წელს პანდემიურ წელთან შედარებით რუსეთში ამ სახის ღვინის იმპორტი 29%-ით გაიზარდა და 60.3 მლნ ლიტრი, ფულადი გამოსახულებით კი 281.2 მლნ დოლარი შეადგინა. 1 ლიტრი იმპორტირებული ცქრიალა ღვინის ღირებულება 4.66 დოლარი ანუ 343 რუბლი იყო.