პანკისის ხეობაში, Nazy’s Guest House-ის ბაზაზე მედიათეკა შეიქმნება
Tbilisi Photo Festival-ი და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პანკისის ხეობის სოფელში ჯოყოლო ვიზუალური განათლების ცენტრის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
მუზეუმში განმარტავენ, რომ ინოვაციური და ალტერნატიული საგანმანთლებლო მეთოდები პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გაძლიერებას ემსახურება.
პროექტი Nazy’s Guest House-ის ბაზაზე მედიათეკის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც წიგნების ბიბლიოთეკას და მულტიმედიურ არქივს გააერთიანებს.
მედიათეკის ბაზაზე გაიმართება საგანამნათლებლო კურსი “გამოსახულების ფაბრიკა“, რომელსაც წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.
პროექტის ადგილობრივი პარტნიორია Nazy’s Guesthouse. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის Georgian Center for Strategy and Development-GCSD ფინანსური მხარდაჭერით.