ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მოსახლეობა ალაზნის გამზირზე გზის რეაბილიტაციას ითხოვს

თელავში, ალაზნის გამზირზე გზები ამორტიზებულია.
მოსახლეობა, ალაზნის გამზირსა და რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზების ორმოულ შეკეთებას ითხოვს. თელავის მერიის ინფორმაციით, ალაზნის გამზირის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი უახლოეს ხანში გამოცხადდება.