ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

„რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.