ახალი ამბები

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შედეგად მოეწყობა ნაპირგასწვრივი გაბიონის კედელი.

,,მდინარე ხოდაშენის ხევი ღვარცოფული ხასიათისაა. კალაპოტის გადავსების შედეგად, მდინარე ავითარებს გვერდით ეროზიას., წყალდიდობის დროს ნაკადი გადადის მიმდებარე ტერიტორიაზე და აზიანებს მოსახლეობის სავარგულებს. ავარიული უბნის საერთო სიგრძე 2458 მეტრს შეადგენს. ავარიული უბნების დასაცავად პროექტით გათვალისწინებულია ნაპირგასწვრივი გაბიონის კედლის მოწყობა.  პროექტის ღირებულება 2 455 361 ლარია’’,– აცხადებენ უწყებაში.