როგორ გადაადგილდება მოსახლეობა თელავსა და გურჯაანში
იქიდან გამომდინარე რომ ფაქტობრივად, რეკორდულად გაიზარდა საწვავის ფასი, ამან გამოიწვია საქალაქთაშორისო და ასევე, კერძო ტაქსების მომსახურების გაძვირება. აქედან გამომდინარე გაჩნდა საჭიროება რომ მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამ კუთხით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია ქალაქ თელავში, სადაც 2 წელია მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურება. ამ დრომდე მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ ემსახურებოდა მოსახლეობას, თუმცა დაგეგმილია მგზავრობის საფასურის შემოღება, რომელიც შესაძლოა, 50 თეთრით განისაზღვროს.
გადაცემის სტუმრები გახლავთ ვანო იორდანიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ზურაბ უტიაშვილი.