შესაძლებელია საწვავზე ფასები შემცირდეს
შესაძლებელია საწვავზე ფასები შემცირდეს
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ მალე საწვავზე ფასები შემცირდება. მისი განმარტებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასები ყველგან გაიზარდა, თუმცა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ფასები დაბლა იწევს, რაც ღარიბაშვილის თქმით, საქართველოზეც აისახება.
“მე მაქვს მოლოდინი ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ კორექტირებას ფასების. მე ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასები შემცირდება ქვეყანაში. რაც მალე დაიწყება მით უკეთესი იქნება”, — ამბობს ღარიბაშვილი.