ახალი ამბები

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 83, შიდა ქართლში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 30, აჭარაში – 29, გურიაში – 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი , 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული.
აღსანიშნავია, რომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამისს უწყებებს გადაეცემა.