კახეთში 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა
კახეთში 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა.
რადიო ,,ჰერეთის” ინფორმაციით, მცირეწლოვანმა ბიჭმა, რომელიც 6 წლის დასთან თამაშობდა, ფსიქოტროპული პრეპარატი თამაშის დროს მიიღო.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი და-ძმა, სოფელში ბებიასთან იზრდებოდა. ბიჭის მცირეწლოვან დასთან და ბებიასთან კი, ფსიქოლოგები მუშაობენ.
ბავშვები ბებიას სოციალურმა სამსახურმა 2020 წელს გადასცა.
მცირეწლოვნების ოჯახიდან გაყვანის მიზეზი არასათანადო პირობებში ცხოვრება გახდა.
და-ძმას, მზრუნველად ბებია ჰყავდა დანიშნული.