თელავში გასართობმა ცენტრმა ,,ბავშვთა ქალაქი” უკრაინელ ბავშვებს უფასოდ უმასპინძლა
თელავში მოქმედმა გასართობმა ცენტრმა ,,ბავშვთა ქალაქი” უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს უფასოდ უმასპინძლა.
უკრაინიდან ჩამოსული ოჯახები თელავში, აქციაზე იმყოფებოდნენ, რომლის შემდეგაც მათ ისტორიული ადგილები მოინახულეს, რის შემდეგაც მათ გასართობ ცენტრში უმასპინძლეს.
,,10 ბავშვი იყო მშობლებთან და ქართველ მასპინძლებთან ერთად, რომლებმაც უფასოდ ისარგებლეს სათამაშო და გასართობი სივრცით”,– განუცხადეს Knews.ge-ს გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა.
ფოტო: დროა