ახალი ამბები

ატმის ყვავილობა კახეთში

თუ გსურთ მოინახულოთ ულამაზესი თვალუწვდენელი ბაღები, რომელსაც ატმის ყვავილების აფეთქებას ეძახიან, მაშინ ახლავე უნდა ჩაალაგოთ ნივთები და მის სანახავად წამოხვიდეთ კახეთში.

ატმის ბაღების აყვავება კახეთში მერცხალივითაა, გაზაფხული სწორედ, რომ მას მოჰყავს კახეთში და არა მხოლოდ მერცხლის მოსვლას. იცით, რატომ ეძახიან ატმის ყვავილს აფეთქებას ?! იმიტომ, რომ ამ სილამაზის ნახვა მხოლოდ 3 კვირაა შესაძლებელი. მისი გაყვავება მარტის ბოლოს იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამიტომ უნდა მოასწროთ მისი ნახვა დაგაზაფხულის მოსვლა.

ატმის ყვავილების ისტორია:

ატმის ხე მშობლიურია ჩინეთში, სადაც მისი ნახვა ველურ ბუნებაშია შესაძლებელი. მისი ულამაზესი ყვავილები კი ცნობილი ლექსების, სიმღერებისა და ნახატების სიმბოლო იყო.
ატმის ხეებს უძველესი წარმოშობა აქვთ, ისინი ძველ ეგვიპტეში, ზოგიერთი ღმერთისთვის, წმინდა ხედ იყო მიჩნეული. შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში: შეერთებულ შტატებში, შემდეგ მოდის იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი. იტალიაში პირველი ატმის ბაღები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ატმის ხე მეთევზეობის წყალობით დაიბადა, მეთევზემ დიდი თევზი ზღვის სანაპიროზე გამოათრია, მუცლის ღრუში აღმოაჩინა უცნაური და დიდი ქვა. მან გადაწყვიტა ის საკუთარი ქოხის წინ დაერგა, რამდენიმე თვის შემდეგ კი პატარა ხე აღმოცენდა.

ატმის ყვავილები მიეკუთვნება ვარდისფერი და დელიკატური ყვავილების კატეგორიას და სასიყვარულო გრძნობებს უკავშირდება. ეს ყვავილები სიმბოლოა უზარმაზარი, გამძლე და უკვდავი სიყვარულის. ქალისთვის ატმის ყვავილების მიცემა მარადიული სიყვარულის აშკარა ნიშანია.

ამ სილამაზის სანახავად საკმარისია გამოუყვეთ კახეთის გზებს. აღსანიშნავია ის, რომ თუ სასტუმროში დაბინავება და კახეთისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება გსურთ, არებობს სასტუმროები ატმის ბაღებით, რომელიც ბიუჯეტურ და სასიამოვნო გარემოს შემოგთავაზებთ.