სოფელ ჰერეთისკარში საერთაშორისო სტანდარტების სკოლა აშენდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სოფელ ჰერეთისკარის სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.