ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაიცანით “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი თელავში

თელავში მოქმედი სასტუმრო ,,სამეფო”, სახელმწიფო პროგრამის, ,,აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით ამოქმედდა.

სასტუმროს წარმომადგენლის, ირაკლი ღვინიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი მეწარმეებს ეხმარება საქმიანობის დაწყებაში.

,,ჩვენი მიზანი იყო მშენებლობის, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის და რესტორნის კეთილმოწყობა; ასევე მშენებლობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის ხარჯები დაგვიფინანსა სწორედ აღნიშნულმა პროექტმა”, – განაცხადა ირაკლი ღვინიაშვილმა

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.