საქართველოში 192 000-მდე ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგინანსირების რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შედეგად, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.
გადაწყვეტილება დღეს 30 მარტს იქნა მიღებული. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარეული პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად 192 ათასამდე ადამიანს სესხის პროცენტი 0,5 პროცენტული პუნქტით გაუძვირდა. სებ-ის ინფორმაციით, პირველი მარტის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სწორედ 192 ათასამდე სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული.
დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი მომდევნო თვეებშიც მაღალ ინფლაციას ელოდება