ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა თელავსა და გურჯაანში ხეები დაგლიჯა

ძლიერმა ქარმა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ძლიერმა ქარმა გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მრავლწლიანი ნაძვის ხე მოგლიჯა და ორ ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. ამ წუთებში ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი.

ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა თელავის მუნიციპალიტეტშიც, სახურავებია გადახდილი ავტოფარეხებზე. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც. შეფერხებულია თელავის ინტერნეტ მომსახურებაც.