ახალი ამბები

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.

აფეთქების შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დაშავებული გადაყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.

ექიმის თქმით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მანქანაც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

One thought on “თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

Comments are closed.