მუსიკოსმა კახეთიდან გიორგი გეთიაშვილმა უკრაინელ ხალხს სიმღერა მიუძღვნა
მუსიკოსმა კახეთიდან გიორგი გეთიაშვილმა უკრაინელ ხალხს სიმღერა მიუძღვნა.
გიორგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ტურისტულ ობიექტს ფლობს.
„ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს და ამ უთანასწორო ბრძოლაში მინდოდა ჩემი სიმღერით გამომეხატა მხარდაჭერა“ – ამბობს მუსიკოსი.
სიმღერის პრემიერა პირველად „კახეთის ხმის“ ლაივ გადაცემაში შედგა. სიმღერის მოსმენა კახეთის ხმის ონლაინ რადიოს საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.
გადაცემა სრულად: